მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. პარლამენტში სამი ალტერნატიული კანონპროექტი დევს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ სამოსამართლეო გამოცდილება კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო აღარ იქნება.

ცალკე პროექტი აქვს მზად უმრავლესობიდან წასულ ეკა ბესელიას, რომელიც მკაცრ კრიტერიუმებთან ერთად, კანდიდატების შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაზრდას და ერთ-ერთ კრიტერიუმად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გულისხმობს.

საკუთარი ინიციატივები აქვს „ევროპულ საქართველოს“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის კანდიდატების წარდგენის უფლების მინიჭებაა.

წინ დაძაბული საკომიტეტო განხილვებია.