მოსამართლეთა კონფერენცია

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია.

კონფერენცია პროტესტის ფონზე ჩატარდა. ოპოზიცია პროცესის შეჩერებას, მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმის გატარებას მოითხოვდა. მათი პოზიციით საბჭოს წევრები სწორედ რეფორმის დასრულების შემდეგ უნდა აერჩიათ.