იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აირჩევენ. მიმდინარე თვეში უფლებამოსილების ვადა სამ წევრს ეწურება. კენჭისყრის დაწყებამდე იუსტიციის საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ კომენტარი გააკეთა და მოსამართლეების მიმართ უსაფუძვლო საერთაშორისო კრიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოგებული აქვს დავები, რომელზეც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მწვავე კრიტიკა ისმოდა.