ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შეაჩერებს. კელი დეგნანი აცხადებს, რომ მოსამართლეების დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.
ელჩი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები არიან, რაც სასამართლო სისტემას მისცემდა საშუალებას, რომ ეს დანიშვნები შეჩერებულიყო.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ცხრა კანდიდატი შეირჩა.