მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

რა კრიტერიუმებით და რა ფორმით შეარჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. საპარლამენტო უმრავლესობამ იუსტიციის საბჭოს და დიპლომატიურ კორპუსს საკუთარი კანონპროექტი და გუნდში შეჯერებული პოზიციები გააცნო.

დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი უკვე ცნობილია. კერძოდ, სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში მოსახვედრად გამოცხადებულ კონკურსში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ იურისტს ხუთწლიანი სტაჟით და სამოსამართლეო გამოცდილება აღარ იქნება სავალდებულო.

ცვლილებებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაშიც, თუ კონკურსში იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი მონაწილეობს. მოწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც სასამართლო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადეს.