მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კანდიდატებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

გასაუბრების დაწყებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება შემოიტანა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ორგანიზაცია მოუწოდებს საბჭოს, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრების დროს, ის საქმე, რომელიც ორგანიზაციას წარმოებაში აქვს და მასში გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, გაითვალისწინოს.

უკვე ცნობილია, რომ გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.