მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

ამ წუთებში, საბჭოს წევრთა კითხვებს ნუგზარ სხირტლაძე პასუხობს. კანდიდატი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეა. მას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა, რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა, თუმცა საბჭომ ეს ვადა მოსმართლეს იმ დრომდე გაუხანგრძლივა, ვიდრე მის წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვას დაასრულებს.

ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია ორჯერ ჰქონდა მორგებული. მას უმაღლეს ინსტანციაში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. კანდიდატის მოსაზრებით, სწორედ მისი წარსული გამოცდილება გახდა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის საფუძველი.