მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს იწყებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს იწყებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ჯგუფმა კანდიდატების შერჩევის საკითხზე უნდა იმუშაოს. თემის საკომიტეტო ფორმატში განხილვები  23 სექტემბრიდან დაიწყება.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პროცესი გამჭირვალედ და სამართლიანად წარიმართება, რადგან განხილვების მიმდინარეობას მოსახლეობა მონიტორინგს პირდაპირ ეთერში გაუწევს.

სამუშაო პროცესში მონაწილეობას „ევროპული საქართველო“ არ აპირებს, „ნაციონალური მოძრობა“ კი, ჩართვას გეგმავს.

დატოვე კომენტარი