მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

21:12, 04.07.2021

ჯერ რეფორმა და შემდეგ მოსამართლეთა შერჩევა, – შეერთებული შტატების ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმებაში მოცემულია, თუ რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. დიპლომატის თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯები მრავალპარტიული მსჯელობის საფუძველზე უნდა გადაიდგას. თუმცა პროცესი არ გაჩერდება და მომავალი კვირიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაც დაიწყება. კომიტეტის წინაშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული ცხრა აპლიკანტი წარდგება. მოსამართლეთა შერჩევის გადავადებას ითხოვს მესამე სექტორიც.

მოამბე

 

მსგავსი