მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას მართავენ. დღეს საბჭოს წევრების კითხვებს ილონა თოდუა და თამარ ბურჯანაძე უპასუხებენ. კანდიდატები სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის დიდი სტაჟი აქვთ. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ის რომ კანდიდატები ძირითადად მოქმედი მოსამართლეები არიან, სისტემის ჩაკეტილობაზე მიუთითებს. ჯანეზაშვილის თქმით, მას კანდიდატებთან კითხვები სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ექნება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.