პარლამენტის იურიდიული კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებას ასრულებს. სხდომაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილ ბოლო, მეცხე კანდიდატს უსმენენ. ის გიორგი შავლიაშვილია. კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ცხრავე კანდიდატს დეპუტატები კენჭს რიგგარეშე სესიებზე უყრიან.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს პარლამენტში. დაიწყო თუ არა კომიტეტის სხდომა?