მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა პოლიტიკური უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს ამჯერად ბიძინა სტურუამ და ლაშა ქოჩიაშვილმა უპასუხეს. პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა. მესამე სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის შეკითხვებმა სტურუას გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა მოსამართლეობის კანდიდატს ე.წ. კლანზე და სისტემურ პრობლემებზე ჰკითხეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ოპოზიციის ადგილები დღესაც ცარიელი იყო. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის დარღვევის მოტივით პროცესს ბოიკოტს უცხადებს. კანდიდატების შერჩევის შეჩერება და კენჭისყრის გადადება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება.

დატოვე კომენტარი