მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა

მიმდინარე პროცესების და შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე დაამტკიცა. გოჩა აბუსერიძეს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. გიორგი გოგიაშვილს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ოთხი იყო წინააღმდეგი. ლევან თევზაძე – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია – 77 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, ექვსი წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი. იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ექვსს დაუჭირეს მხარი, სამი ჩააგდეს, ისევე როგორც იურიდიულ კომიტეტზე.

დატოვე კომენტარი