იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო რეზონანსული გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის განხილვაზე უარი თქვა. საკითხს დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე მიუბრუნდებიან, თუმცა მანამდე, სავარაუდოდ, კანდიდატების შერჩევის წესი და კრიტერიუმები საკანონმდებლო დონეზე გაიწერება.
კანდიდატების წარდგენის ფორმის გამო, იუსტიციის საბჭოს მიმართ უკმაყოფილება დღეს მმართველი გუნდის ლიდერებსაც არ დაუმალავთ. მათ შორის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც საბჭოს საზოგადოების აზრისთვის ანგარიშის გაწევისკენ მოუწოდა.
საკითხის განხილვის გადადებამდე პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მიმართეს სახალხო დამცველმა, ადვოკატთა ასოციაციამ და არამოსამართლე წევრებმა.