მოსამართლეების სია და პოლიტიკური განცხადებები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დიდი ალბათობით, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი სიის წარდგენა მოუწევს. მანამდე კი კანდიდატურების შესარჩევი პროცედურები და კრიტერიუმები უნდა გაიწეროს. ამ მიზნით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება.

პარალელურად, პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება მმართველ გუნდში არსებული უთანხმოება.

თანაგუნდელები ამჯერად იმაზე დავობენ, თუ რომელმა მხარემ შეაჩერა მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სადავო სიის დამტკიცების პროცესი.