მოსამართლეების შერჩევის საკითხი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დახურულ კარს მიღმა მთავარი განსახილველი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის წესი, საბჭოს არამოსმართლე წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება და სასამართლო სფეროში მიმდინარე მოვლენები იყო. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრები მზად არიან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააცნონ მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესს განსაზღვრავს.