მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები

დაპირისპირების და მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. უმრავლესობის ყოფილი დეპუტატებისა და ოპოზიციისთვის მაინც მიუღებელია მმართველი გუნდის პროექტის კორექტირებული ვერსია, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამო ცვლილებები შევიდა.

ოპონენტების მტკიცებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპელი ექსპერტების არცერთი შენიშვნა არ გაუთვალისწინებია. მათ შორის გამოცდებთან დაკავშირებული საკითხიც. იმის მიუხედავად, რომ დღეს უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაზე თანხმობა განცხადა, კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიაში გამოცდებთან დაკავშირებული ჩანაწერი მაინც სადავო გახდა.

პარლამენტში იმყოფება სახალხო დამცველიც, რომელიც რეზონანსულ კანონპროექტზე დეპუტატებისთვის საკუთარი შეფასებების გაცნობას გეგმავდა, თუმცა ომბუდსმენის გამოსვლა დიდი ალბათობით გადაიდება.