როგორი იქნება მოსამართლეების სამოქმედო გეგმა. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც საკუთარ მოსაზრებებს, არგუმენტებსა და მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე ინფორმაციას პრემიერს გაუზიარებენ. ჯერ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა შეხვედრა, თუმცა, საბჭოს წევრი მოსამართლეები ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა მოისმინოს მათი პოზიცია და სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას.
უახლოეს მომავალში მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევაც იგეგმება, სადაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმსჯელებენ. ლინჩის წესი და სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასე აფასებენ სანქცირებული მოსამართლეები აშშ-ის გადაწყვეტილებას.
სანქციებს თუ სავიზო შეზღუდვას აპროტესტებს ვალერიან ცერცვაძეც, რომელიც ექვსი წელია, სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მასზე გავლენის მოპოვების მცდელობაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ან წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები ან დეპარტამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.