მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯანი ბუკიკიო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნას ადასტურებს.
რას აცხადებენ დეპუტატები, ამას ქეთი ქაშაკაშვილი გვეტყვის.