მოსამართლეების დანიშვნის პროცესი  

პარლამენტი კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესისთვის ემზადება.

ოპოზიციის და მესამე სექტორის მწვავე პროტესტის ფონზე მომავალ კვირას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა უნდა დაიწყოს. თუმცა, მანამდე პოლიტიკურ წრეებში ისევ ვერ თანხმდებიან, ირღვევა თუ არა კანდიდატების შერჩევით შარლ მიშელის შეთანხმება, რომლის მესამე პუნქტი სწორედ მართლმსაჯულების და იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებას გულისხმობს. შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას აქტიურად მოუწოდებენ, რომ რეფორმის პროექტის მომზადებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დროებით შეჩერდეს. ამერიკის და ევროკავშირის ელჩების შემდეგ ამ თემაზე მმართველმა გუნდმა ამჯერად გერმანიის ელჩის გზავნილი მიიღო.