მოსამართლეების დამტკიცების პროცესი

19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების დარღვევაში ოპოზიციასთან ერთად „ქართულ ოცნებას“ უკვე სახალხო დამცველიც ადანაშაულებს. საუბარია ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერებაზეა საუბარი. განცხადება ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ომბუდსმენი პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი ცხრა კანდიდატის მოსმენის პროცესს ემიჯნება. პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის ნაწილიც. შარლ მიშელის დოკუმენტის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვის შესახებ საუბრობს „ქართული ოცნება“.

მხარეთა პოზიციების შესახებ დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.