მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში

მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები „მოამბესთან“ საუბარში არ უარყოფენ, რომ განახლება მოსალოდნელია, თუმცა გავრცელებულ ცნობებს იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ, არ ადასტურებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მისი მისამართით პრეტენზიები არ აქვთ. თეა წულუკიანი უკვე შვიდი წელია, მინისტრთა კაბინეტის უცვლელია წევრია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს არც უწყების პრესსამსახური.