მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.