სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი, ზოგან კი სეტყვაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 30, აღმოსავლეთში კი 31 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსების თქმით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 24 ივნისიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდი და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.