გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უამინდობა და ყინვა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 23-დან 25 თებერვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს თბილისში შესაძლოა, მოთოვოს.