5,8 %-ანი ზრდა 10 წლიანი პერიოდში – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საყოველთაო აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლიდან 2024 წლამდე 215 777 ადამიანით გაიზარდა და 3 929 581 შეადგინა. 2,5 %-ან ზრდას აჩვენებს ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა და 3 304 075 შეადგენს. მთლიან მოსახლეობაში მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები, ხოლო მესამეს სომხები წარმოადგენენ. 2014 წლიდან 24 წლამდე 60 %-ით არის გაზრდილი ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა, მეორე და მესამე ადგილებს კი ინდოელები და უკრაინელები ინაწილებენ. მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი თითქმის 63 %-მდე ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს, აქედან ყველაზე მეტი დედაქალაქში. რაც შეეხება სქესობრივ თანაფარდობას მაჩვენებელი 52/48-ზეა რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კაცებთან შედარებით 167 573-ით მეტი ქალი ცხოვრობს. 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, საქსტატმა მოსახლეობის აღწერის პარალელურად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩაატარა. საველე სამუშაოებმა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვა.
შალვა სუმბაძე გვეტყვის, კიდევ რა ახალი ტენდენციები იკვეთება ქვეყნის დემოგრაფიულ და სასოფლო სამეურნეო რუკაზე.