მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამუშაოები, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო, დღეს სრულდება. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, მომავალ წელს მოხდება მონაცემების დამუშავება, ასევე განმეორებითი ვიზიტები იმ ოჯახებთან, რომლებთანაც კომუნიკაცია ვერ შედგა. აღწერის წინასწარი შედეგები კი საზოგადოებისთვის 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.