მოსახლეობის პროტესტი დიდ დიღომში

მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლები.

მათი ინფორმაციით, ტერიტორიით დაინტერესებულია თბილისის მერია და იგეგმება 5000 კვადრატულ მეტრზე ოთხი ან ხუთ სართულიანი სპორტული კომპლექსის აშენება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე გუშინ ხეები გაიჩეხა, ასევე იგეგმება ორ ზოლიანი საავტომობილო გზის გაყვანა და მიმდებარედ ბაგა-ბაღის ტერიტორიის მითვისება. მოსახლეობის პროტესტს ორგანიზაცია, „ჩემი ქალაქი მკლავს“ შეუერთდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესში ხეები არ მოიჭრება და მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება გამწვანებითი სამუშაოები.