მოსახლეობის პროტესტი

დიდი დიღმის მეორე მიკრო რაიონში სტადიონის მშენებლობას ისევ აპროტესტებს მოსახლეობის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. რაიონის მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორია, სადაც ბაზა შენდება, მათი უბნის რეკრეაციული სივრცეა. საჩივარი უკვე სასამართლოშია, თუმცა განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. ამ დროისთვის ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს.