რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და როგორია ბოლო დემოგრაფიული მონაცემები – სტატისტიკის სამსახური ორი წლის წინ ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების ნაწილს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 4 მილიონს შეადგენს. მათი 34 %, ანუ მილიონ 331 485 ადამიანი დედაქალაქში ცხოვრობს.
წინა აღწერა 12 წლის წინ ჩატარდა. მაშინდელ და 2024 წლის მონაცემებს შორის განსხვავებებია – პრაქტიკულად ყველა რეგიონში შემცირებულია მცხოვრებთა რიცხვი. აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარდა. ეს იყო ორეტაპიანი პროცესი, რომელიც თვითრეგისტრაციის მეთოდს და კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდს მოიცავდა. აღწერა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წილს და გენდერულ გადანაწილებებსაც აჩვენებს.