მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემი

 საქართველოს მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემი ცნობილია. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, რაოდენობა 3 მილიონ 914 ათასია. აქედან 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 – კაცი. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62 პროცენტი საქალაქო დასახლებებში, 38 პროცენტი კი სოფლად ცხოვრობს.

თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი, მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები. აღსანიშნავია, რომ აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.