მოსახლეობის აღწერა

საქსტატი ხვალიდან მოსახლეობის აღწერის მეორე ეტაპს იწყებს.

14 ნოემბრიდან დღემდე მოსახლეობას თვითრეგისტრაციის გავლა შეეძლო, თუმცა ხვალიდან მოსახლეობის აღწერა უკვე კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება. თვითრეგისტრაციის მეთოდით 14 ნოემბრიდან დღემდე 150 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. ის მოქალაქეები კი ვისაც ამ მეთოდით არ უსარგებლია, ვალდებულები არიან საქსტატის ინტერვიუერის შეკითხვებს უკვე სახლში უპასუხონ.