მოსახლეობის აღწერა – საქსტატის მონაცემები

15:19, 26.08.2025

ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს – მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით, 2024 წლის წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღწერის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი, ხოლო მეორე ეტაპზე – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი. აღწერის დეტალური, ანუ საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

მსგავსი