მოსახლეობის აღწერა
2024 წლის 14 ნოემბრის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 929 ათასი ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, 48 პროცენტი კი – კაცი. აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 62 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს. საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.
2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 მილიონ 331 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები. აღსანიშნავია, რომ აღწერის ამ მაჩვენებლებში მოიაზრება, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.