მოსახლეობის აღწერა

2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქსტატში აცხადებენ, რომ აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა პროცესი. პროცესი ასევე შეაფერხა გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.