მოსახლეობა სკოლების რეაბილიტაციის მოლოდინში

21:01, 15.11.2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი ვერც მიმდინარე სასწავლო წელს განახლდა. რიგ შემთხვევებში მიზეზი კონტრაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისიერება, სამშენებლო პირობების დარღვევა და შეუსრულებელი ვალდებულებებია. ცალკეულ სკოლებში კი ჯერ ისიც არ იციან, ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ, როდის დაიწყება ახლის მშენებლობა. მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაიხურა. მოსწავლეებს მეზობელი სოფლების ან სხვა ახლომდებარე სკოლებში სიარული უწევთ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ვიდრე ახალი სკოლების მშენებლობის გაჭიანურებული პროცესი დასრულდება, დროებითი, უსაფრთხო სასწავლო სივრცეების მოწყობა იგეგმება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოდულური საპილოტე პროექტების განხორციელებას იწყებს, პირველი ასეთი ინფრასტრუქტურა ხაშურის მე-5 და ნაბახტევის საჯარო სკოლებისთვის მოეწყობა.

მსგავსი