მორის ფოცხიშვილის უცნობი გრაფიკული ნამუშევრები

მორის ფოცხიშვილის დღემდე უცნობი შემოქმედება საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.

სახვითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი პოეტის აქამდე უცნობი გრაფიკული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. შვილები იხსენებენ, რომ მამა სულ ხატავდა, კედლებზეც კი, ქმნიდა გრაფიკულ ჩანახატებს და აფორმებდა ცნობილ გამოცემებსაც.

ექსპოზიცია ერთ სივრცეში მორის ფოცხიშვილის პოეზიას და მხატვრობას აერთიანებს. პოეტის ნამუშევრების გაცნობას სახვითი ხელოვნების მუზეუმის სტუმრები ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ.