მორიგი შეხვედრა ერგნეთში

ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ერგნეთშიც. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, აუდიენცია პირველ საათზე დაიწყება.

შეგახსნებთ, რომ ჯგუფის შეხვედრა რამდენჯერმე ჩაშლა, მიზეზი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან, სოფელ ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება გახდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საგუშაგოს მოხსნის საკითხს არ განიხილავს და დე ფაქტო ხელისუფლებას უკანონო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.