მორიგი კორუფციული სკანდალი უკრაინაში
უკვე მეორე მასშტაბური კორუფციული სკანდალი უკრაინაში.
ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მაღალჩინოსნების და დეპუტატების სახლებში. დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად ტარდება ოპერაცია სახელწოდებით „ფორესტ გამპი“, რომლის ფიგურანტებს შორის სახელდებიან პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა, რომელიც უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასევე მოქმედი და ყოფილი დეპუტატები და პრეზიდენტის ოფისის მაღალი თანამდებობის პირები. საუბარია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სამ მილიონ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებაზე. ამ სკანდალს თან ერთვის ერთი თვის წინ მოხსნილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის რეზონანსული ვიდეო მიმართვა, რომელშიც მიხაილო ფედეროვი უკრაინის სამთავრობო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და ომის პირობებში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის.