მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა მორიგი გატაცების შესახებ საოკუპაციო ზოლთან. ამჯერად ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის მაია ოთიაშვილი.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც “მოამბეს” ეს ფაქტი დაუდასტურა. მათი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.