მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

21:15, 01.08.2026

სანამ ვადაამოწურული თავმჯდომარე მის გარეშე ჩატარებულ პოლიტსაბჭოზე დამსწრეთა რაოდენობას ითვლის, თანაპარტიელ ანა წითლიძისთვის ბოკუჩავას ზღვისპირა დასვენება ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს მაშინ, როცა პარტიაში ძირეული რეფორმებია დაანონსებული და ამ რეფორმებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი თანამედროვე ტექნოლოგიების იმედზეა. ვიდრე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი ვირტუალურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, მის პარტიაში რეალური ადამიანები ისევ ერთმანეთს უპირისპირდებიან.

პარტიულ ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ უფრო მწვავდება დისკუსია იმაზე, ვინ გადაიბარებს თინა ბოკუჩავას თანამდებობას, რომლის დატოვებაც, როგორც წითლიძე ამბობს, ფორმალურ თავმჯდომარეს ძალიან უჭირს. ის, რაც ამ დროისთვის რეალურია და არა ვირტუალური, სააკაშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი გახდეს, თუმცა, პატიმარი პრეზიდენტის კანდიდატის ამ თანამდებობაზე კენჭისყრის პირობა – სააკაშვილის გაცხადებული პოლიტიკური ინტერესი და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ პოლიტიკურ სუბიექტად ქცევაა.

მსგავსი