მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში გაემგზავრება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 3 სექტემბერს შოტლანდიაში გაემგზავრება. დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, რის შემდეგაც, ბორჯღალოსნები იაპონიაში, მსოფლიო თასის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.  2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება, 20 სექტემბრიდან, 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჩემპიონატში საქართველო მონაწილეობას ზედიზედ მეხუთედ იღებს. მორაგბეების ოფიციალურ გაცილებას სასტუმრო „თბილისი ამბასადორმა“ უმასპინძლა. ღონისძიებას იაპონიის ელჩიც დაესწრო.