მოქალაქეთა გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა გამოკითხვა.

დაბარებული არიან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი განმარტებით, გამომძიებელთა კითხვები კონკრეტულ ფაქტებს შეეხებოდა.
საგამოძიებო უწყებაში ასევე იმყოფებოდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია. გამოძიებას კითხვები მასთან პირდაპირ ეთერში დასახელებულ სავარაუდო დამნაშავეებთან დაკავშირებით ჰქონდა.