„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტში

„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტში

შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა პოზიციები საარჩევნო საკითხებზე მნიშვნელოვნად დაახლოვდა, – ამ შედეგით დასრულდა ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის შეხვედრა მმართველი გუნდის ლიდერებთან.

პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მივიდნენ. მთავარ შეუთანხმებელ საკითხად ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი სახელდება. ამიტომ ელისაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ირკვევა, ელჩების შუამავლობით შეხვედრების მეხუთე რაუნდი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას და მმართველი პარტიის წინადადებების მოსმენას სწორედ ამ რაუნდზე აპირებენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „მოქალაქეებისგან“ გასხვავებით, ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამორიცხავენ.