„მოქალაქეების“ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

შევა თუ არა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ოპოზიციონერი დეპუტატების შედეგ, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, – პარტია „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის საკანონმდებლო ორგანოში პირველი შეხვედრა შედგა. მთავარი განსახილველი თემები მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში განხილული საკითხები იყო.

„ქართულ ოცნებას“ შეხვედრისკენ და კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე საუბრისკენ პარტია „მოქალაქეებმა“ გუშინ მოუწოდეს, რის საპასუხოდაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრა დაგეგმა.