„მოქალაქეების“ განცხადება

პარტია „ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰენრი დოლიძემ პარალიზებული ტურისტული ინდუსტრიისა და საბანკო ვალდებულებების საკითხებზე პრესკონფერენცია გამართა.

მისი განმარტებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ და შიმშილობენ. დოლიძე ასევე მოშიმშილეების მოთხოვნებზე საუბრობს, ისინი საზღვრების გახსნას, ფრენების აღდგენას და საბანკო ვალდებულებების უპროცენტოდ გადავადებას ითხოვენ. ამ საკითხზე თბილისში დღეს აქცია გაიმართება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.