მოქალაქეები სიონში პატრიარქის საფლავს პატივს მიაგებენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. მრევლი მის მიმართ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს. იქ, სადაც უწმინდესის სამუდამო განსასვენებელია, მღვდელმთავრები ყოველდღიურად სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან და ასე გაგრძელდება 40 დღის განმავლობაში. უწმინდესის განსასვენებლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის, ამიტომ საფლავთან მიახლოება შეზღუდულია.
ტაძარში მისვლას მოქალაქეები ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე შეძლებენ.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე