მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ

12:12, 27.03.2026

სიონის ტაძარში მოქალაქეები ისევ უწყვეტად მიდიან უწმინდესის საფლავზე და მის მიმართ სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ. სასულიერო პირები ყოველდღიურად იხდიან ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. ასე გაგრძელდება უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ილია მეორის საფლავთან მოქალაქეების მიახლოება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. რაც შეეხება ტაძარს, ის ყოველდღე, 08:00 საათიდან, 22:00 საათამდე მრევლისთვის ღია იქნება.

 

მსგავსი