მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ 

15:10, 28.03.2026

სიონის ტაძარში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. მრევლი უწმინდესის საფლავზე მიდის და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. სასულიერო პირები კი ყოველდღიურად ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან. ასე გაგრძელდება უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას მეუფე შიო აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ილია მეორის საფლავთან მოქალაქეების მიახლოება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. რაც შეეხება ტაძარს – ის მრევლისთვის ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდეა ღია.

 

 

მსგავსი