მონტენეგროს პარლამენტის გადაწყვეტილება
პოლიტიკური შეფასებების თემაა მონტენეგროს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება სავალდებულო ხდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი არის მცდელობა, სრულად გავლენის ქვეშ მოაქციოს ქვეყნის მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველაფერი, რაც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობდეს.